კრიშტიანო რონალდო შესაძლოა თურქეთში გადავიდეს.
„მანჩესტერის“ თავდამსხმელის ტრანსფერზე „ფენერბაჰჩე“ მუშაობს.
Ajansspor-ის ინფორმაციით, 37 წლის ფორვარდმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა სტამბოლის კლუბთან.
პორტუგალიელ ვარსკვლავს პირადად ესაუბრა „ფენერის“ თანამემამულე მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში და გადასვლაზე დაარწმუნა.
მართალია ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თურქეთში ის 8 სექტემბრამდეა ღია.
ამ ამბავს თავად კლუბიც გამოეხმაურა.
ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი ბოლო დროს გამიგია.
ანუ ინტერესი არც გქონიათ?
ამაზე უკვე გიპასუხეთ – განაცხადა „ფენერბაჰჩეს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა სელაჰატინ ბაკიმ.
ისე, „ფენერბაჰჩე“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციიდან გავარდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. რონალდო ხო ისეთ გუნდს ეძებდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.