ქსელში გაჟონა FIFA 23-ში ფეხბურთელების შესაძლო რეიტინგებმა.
ლეო მესიმ (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკიმ („ბარსელონა“), კილიან მბაპემ (პსჟ), ქარიმ ბენზემამ („რეალი“) და კევინ დე ბრუინმა („სიტი“) მაქსიმალური ქულა მიიღეს – 91.
კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“) 90 ქულით შეაფასეს, ნეიმარი (პსჟ) – 89.
FIFA 22-თან შედარებით მესიმ რეიტინგში 2 ქულა დაკარგა, რონალდომ – 1. ორივე მათგანს დაუქვეითდა სისწრაფეც – 81 ქულამდე.
ყველაზე დიდი მატება აქვს რაფაელ ლეაოს (+7, 84), ვინისიუსს (+6, 86) და დარვინ ნუნიესს (+6, 82).
FIFA 23 გამოვა 30 სექტემბერს.
GIPHY App Key not set. Please check settings