in

სექტემბერი მანჩესტერისაა: თვის მწვრთნელი ტენ ჰაგია, ფეხბურთელი რაშფორდი

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ფორვარდმა 2-ჯერ გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

რაშფორდმა თვის ფეხბურთელის პრიზი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად 2019 წლის იანვარში.

მისი კონკურენტები იყვნენ კევინ დე ბრუინი („სიტი“), პიერ-ემილ ჰოიბერგი („ტოტენჰემი“), ფილიპ ბილინგი („ბორნმუთი“), ალექს ივობი („ევერტონი“) და ჯეიკობ რემზი („ასტონ ვილა“).

სექტემბერის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი კი ტემ ჰაგმა ჩაიბარა.
52 წლის სპეციალისტმა ორივე სასექტემბრო თამაში მოიგო – „ლესტერთან“ (1:0) და „არსენალთან“ (3:1). „იუნაიტედს“ ჩემპიონატში მიჯრით 4 გამარჯვება დაუგროვდა.

2019 წლის იანვრის შემდეგ „მანჩესტერის“ მწვრთნელს ეს ჯილდო არ მიუღია. მაშინ სულშერი გამოარჩიეს.

პრიზზე პრეტენზია ასევე ჰქონდათ ანტონიო კონტეს („ტოტენჰემი“) და გარი ონილს („ბორნმუთი“).

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერია ა-ში თვის მოთამაშე ისევ ნაპოლის ფეხბურთელია

ქართველია? არა გმადლობთ: რატომ თქვეს უარი მამარდაზე ბარსამ და ატლეტიკომ