ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, მიხაელ შუმახერის პირველი ბოლიდი „ფორმულა 1“-ზე – „ჯორდან 191“ – გასაყიდად გამოიტანეს. Motorsportmagazine-ის ინფორმაციით, ავტომობილის საწყისი ღირებულება 1,25 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
შუმახერის დებიუტი „ჯორდანის“ გუნდში 1991 წელს „ბელგიის გრან პრიზე“ შედგა. საქმე ისაა, რომ მაშინ მთავარ პილოტს ბერტრან გაშოს ლონდონში ტაქსისტთან კონფლიქტი მოუვიდა და ციხეში მოხვდა.
შუმახერი „ფორმულა 1“-ის 7-გზის ჩემპიონია. მის ანგარიშზე მთლიანობაში 306 რბოლა და 91 გამარჯვებაა.
2013 წლის დეკემბერში შუმახერმა საფრანგეთში, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო.
2014 წელს სპორტსმენი კომიდან გამოვიდა და რეანიმაციიდან სარეაბილიტაციოდ გადაიყვანეს. რეაბილიტაციას ის შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გადის.
GIPHY App Key not set. Please check settings