in

ლაშა შავდათუაშვილი: კვარცხლბეკზე დგომა მიყვარს – ტოკიოში საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებ

29 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ ისტორია დაწერა. ლაშა გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა: ლაშა მსოფლიო ჩემპიონია

დიდი ტრიუმფის შემდეგ Sport4me.ge ლაშა შავდათუაშვილს ბუდაპეშტში დაუკავშირდა და მასთან კომენტარი ჩაწერა.

“მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება. ბედნიერ ვარ ამ შედეგით. ძიუდოს ჩემთვის განსაკუთრებული ემოციები მოაქვს. მუდმივად ვცდილობ ძიუდოსთვის ბოლომდე დავიხარჯო. მიყვარს ძიუდო და მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ავაჟღარე და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა აიწია.

მესამე ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზებ. წინასწარ არ მსურს რაიმეს თქმა, მაგრამ ტოკიოში უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებ”,- გვითხრა ლაშა შავდათუაშვილმა.

Exclusive: ლაშამ ისტორია დაწერა და ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს – ლაშა გუჯეჯიანი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: ლაშამ ისტორია დაწერა და ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს – ლაშა გუჯეჯიანი

მუხიანიდან მიუნხენამდე: ნიკა ნოზაძე ბაიერნმა შეარჩია