in

თელავში ზეიმი გველის: ყველა ბილეთი გაყიდულია

26 ივნისს თელავში სპორტული დღეა და, როგორც ჩანს, კახელები ამ დღისთვის მაგრად ემზადებიან. მოგეხსენებათ, 26 ივნისს თელავის “კავკასიონი არენაზე” 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, რაგბის კავშირის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. მოგეხსენებათ, რეგულაციებიდან გამომდინარე შეხვედრას სტადიონის ტევადობის მიხედვით გულშემატკივართა 30% დაესწრება.

საქართველოს ნაკრებს “რაგბი ევროპის” ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული აქვს და ეს მატჩი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ ორ მატჩს გამართავენ. შემდეგ კი, საქართველოში შოტლანდიას უმასპინძლებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან 43 ქულით განადგურდა

ქართველების განახლებული ფასები: კვარაცხელია დანარჩენებს 15 მილიონით უსწრებს