in

შერმადინის ტენერიფე ბარსელონასთან 43 ქულით განადგურდა

ესპანეთის “ლიგა ენდესას” პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “ბარსელონას” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით 69:112 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი და ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 17:53 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში ნიკოლა მიროტიჩმა სულ რაღაც 18 წუთში 21 ქულა ჩააგდო. 

ნახევარფინალის მეორე მატჩი კანარის კუნძულებზე 9 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ სერიაში მადრიდის “რეალი” “ვალენსიას” 1:0-ს უგებს. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ევრო 2020-ზე

თელავში ზეიმი გველის: ყველა ბილეთი გაყიდულია