საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ფეხბურთის სიმულატორში Football Manager–ში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. ფეხბურთელი „ნიუკასლში“ კარიერის რეჟიმს გადის და კილიან მბაპე იყიდა.
ნაკრების ფრენის დროს, გრიზმანმა თვითმფრინავში ნოუთბუქი გახსნა და თანაგუნდელ უსმან დემბელეს მოუყვა, თუ როგორ იყიდა მბაპე 134 მილიონ ევროდ და ფრანგი ფეხბურთელი „ნიუკასლს“ ერთი სეზონის განმავლობაში ხუთი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, მათ შორის პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ინგლისის თასის. საუბარში მბაპეც ჩაერთო და ინგლისის ქალაქში ცხოვრების პირობებით დაინტერესდა. „ნიუკასლი“? იქ არც თუ ისე თბილა, ხო?“ – იკითხა კილიანმა.
ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრები გერმანიის, პორტუგალიის და უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
პირველ მატჩს ფრანგები 15 ივნისს, გერმანელებთან ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings