in

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი საქმიანობას თანაშემწის საჩივრის შემდეგ ჩამოაშორეს: ის მას შეურაცხყოფას აყენებდა, ძაღლის საკვებს აჭმევდა და სამსახურში სვამდა

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი როჟერიო კაბოკლო საქმიანობას 30 დღით ჩამოაშორეს.

ეთიკის საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების მიმდინარეობის დროს მიიღო. ფუნქციონერს ბრალს სექსუალურ ძალადობასა და შეუფერებელ ქცევაში სდებენ.

პარასკევს, ფედერაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეთიკის საბჭოს მიმართა და დეტალურად უამბო, თუ როგორ იქცეოდა კაბოკლო 2020 წლის აპრილიდან დღემდე.

ერთ დღეს პრეზიდენტმა ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ჰკითხა, დაიკმაყოფილა თუ არა მან თავი დღეს. სხვა დღეს ფუნქციონერმა მას „ძუკნა“ უწოდა და ძაღლის საკვების ჭამა აიძულა.

ფედერაციის თანამშრომელი ასევე ირწმუნება, რომ კაბოკლო მუშაობის დროს მუდმივად ნასვამი იყო, მას კი ბოთლების საჭირო ოთახში დამალვა უწევდა, რათა მისთვის ხელი დაეფარებინა.

ერთხელ კაბოკლო მთელი დღე სვამდა და საღამო ხანს თანამშრომელს ძაღლის საკვები შესთავაზა, თან „პატარა ცუგას“ ეძახდა. როდესაც ქალმა უარი თქვა, ფედერაციის პრეზიდენტმა ყეფა დაიწყო.

კაბოკლო თანაშემწეს იმიჯის შეცვლასაც სთავაზობდა და თან ამისთვის დაფინანსებასაც დაჰპირდა.

ქალი ირწმუნება, რომ ყველა აღნიშნული ფაქტის შესახებ მტკიცებულება აქვს. ის ითხოვს, რომ პრეზიდენტი სამსახურიდან დაითხოვონ და მისი საქმე სასამართლოს გადასცენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაბოკლო ქვეყნის ხელისუფლებას შეჰპირდა, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაათავისუფლებდა. ტიტეს ნაცვლად მას „გრემიოს“ ყოფილი მწვრთნელის რენატო გაუშოს დანიშვნა სურდა. გაუშო ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ღია მხარდამჭერია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მორიგი დაპირისპირება რაგბის კავშირში: ვეტერან მორაგბეებს კარი ჩაუკეტეს

გიორგი ჩაკვეტაძე; თავს კარგად ვგრძნობ და ახალ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდები