კანადის ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ლატვიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში “ნეკერჩხლის ფოთლებმა” ფინეთი დამატებით დროში 3:2 დაამარცხეს.
კანადელებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2016 წლის შემდეგ პირველად, საერთო ჯამში კი 27-ედ მოიპოვეს. ამ მაჩვენებლით კანადელები რუსეთს (საბჭოთა კავშირის ჩათვლით) გაუთანაბრდნენ. კანადელებმა მეოთხედფინალში სწორედ რუსეთი დაამარცხეს.
კანადამ ტურნირზე თამაში ზედიზედ 3 მარცხით (ლატვიასთან, აშშ-სთან და გერმანიასთან) დაიწყო, სულ კი ჯგუფში 7 მატჩიდან 4 წააგო და მე-4 ადგილი დაიკავა. მომავალი ჩემპიონი პლეი-ოფშიც კი მხოლოდ იმის ხარჯზე გავიდა, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიამ ლატვიას სძლია.
მეოთხეფინალში კანადამ ჯერ რუსეთს მოუგო, ნახევარფინაში კი აშშ დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings