რაგბიში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებები 2 და 9 ივლისს გაიმართება. “სპრინგბოქსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა საქართველოს ნაკრებისა და ბრიტანელი ლომების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.
ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო, რომლის რიგებშიც 29 მსოფლიო ჩემპიონი და 8 დებიუტანტია. დებიუტანტები არიან: უკანახაზელები – აფელელე ფასი, იოვ პენქსი, როსკო სპეკმანი, ვანდისილე სიმელანი, სანელე მოჰამბა და იასპერ ვიზე, ნიკო იენს ვან რენსბურგი და ჯოზეფ დვება.
2016 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს ვეტერანი მგეზავი მორნი სტეინი (67 კეპი, 738 ქულა), რომელსაც 11 ივლისს 37 წელი შეუსრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings