ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
ის გახდა „სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი. მან თანაგუნდელებს ილქაი გიუნდოგანს, რუბენ დიაშს, ფილ ფოდენს გაუსწრო, ასევე „ტოტენჰემელ“ ჰარი კეინს და „მანჩესტერის“ პორტუგალიელ ბრუნო ფერნანდეშს.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ფოდენი. 21 წლის „ქალაქელმა“ ბიჭუნამ ასეთივე ჯილდო პრემიერლიგისგანაც მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings