in

ბრაზილიას საშინაო კოპა ამერიკის ბოიკოტი მოუნდა

ბრაზილია კოპა ამერიკის ახალი მასპინძელი ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც არგენტინასა და კოლუმბიას ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოართვეს. როგორც ჩანს, თავად „სელესაოს“ ფეხბურთელებს ეს დიდად არ მოეწონათ.

როგორც ესპანური Marca იუწყება, ეროვნული გუნდის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ტურნირის ბრაზილიაში გადატანით და რომ ამის შესახებ მედიადან შეიტყვეს. ბრაზილიის კონფედერაციის თავკაც როჟერიო კაბოკლოსთან საუბარში ნაკრების ვეტერანებმა კოპა ამერიკაზე თამაშზე შესაძლო უარის თქმა განიხილეს. მიზეზი – კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებაა.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მოთამაშეებს ნამდვილად ჰქონდათ საუბარი ფედერაციის მეთაურთან, თუმცა დეტალებში არ შეჭრილა. ტიტესთან ერთად ნაკრების კაპიტანი კაზემიროც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის არ მივიდა. ბევრმა ეს ბოიკოტის ნიშნად აღიქვა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონია.

სწორედ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო უთხრეს უარი არგენტინას მასპინძლობაზე. მანამდე კი კოლუმბიას ჩამოართვეს, ოღონდ პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო, ვიდეო: ვეცდებით ფეხბურთი ვითამაშოთ – საქართველომ ენხსედეში ივარჯიშა

რონალდო და მისიანები – ევრო 2020-ის ყველაზე გამოცდილი მონაწილეები