გერმანიის ფეხბურთელთა პროფკავშირმა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
41 წლის პოლონელმა, რომელმაც ბუნდესლიგაში 41 გოლის გატანა მოასწრო, ხმათა 75,9% მოიპოვა. რობერტმა ეს პრიზი მეხუთედ მიიღო.
მეორე გახდა „ბორუსიის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი (7,1%), მესამე კი – ლევანდოვსკის თანაგუნდელი ტომას მიულერია (3,5%).
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გახდა (24,1%), რომელმაც “ბაიერნის“ ჯამა მუსიალას რამდენიმე პროცენტით გადაუსწრო (19,9%).
საუკეთესო მწვრთნელად „აინტრახტის“ ადი ჰიუტერი აირჩიეს (34,0%), მეორე ადგილზე კი „ბაიერნიდან“ გერმანიის ნაკრებში წასული ჰანს-დიტერ ფლიკია (29,1%).
ორგანიზაციის ვერსიით სეზონის ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“).
მცველები: ალფონსო დევისი, დავიდ ალაბა (ორივე – „ბაიერნი“), დაიო უპამეკანო („ლაიპციგი“), მატს ჰუმელსი (დორტმუნდის „ბორუსია“).
ნახევარმცველები: ფილიპ კოსტიჩი („აინტრახტი“), ტომას მიულერი, ჯოშუა კიმიხი, ლეონელ გორეცკა (ყველა – „ბაიერნი“).
ფორვარდები: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდის „ბორუსია“).
in ბუნდესლიგა, ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings