უეფამ 19 მსაჯი დაასახელა, რომლებიც ევრო 2020-ის 51 მატჩს მოემსახურებიან.
უეფამ და კონმებოლმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში ისინი მსაჯებს გაცვლიან. შესაბამისად, ეს გახდება პირველი ჩემპიონატი, როდესაც ევროპელ არბიტრებს შორის სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი გამოჩნდება – ფერნანდო რაპალინი. თავის მხრივ ესპანელი მსაჯები კოპა ამერიკაში მიდიან სამსაჯოდ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა პირველი ქალი-მსაჯის შესახებ ინფორმაცია. მართალია, საუბარია, სარეზერვო, მე-4 არბიტრობაზე, მაგრამ მაინც. ეს გახლავთ ფრანგი სტეფანი ფრაპარი. ისე, ეს ქალბატონი მუნდიალის 2022-ის შესარჩევი მატჩის (ნიდერლანდები-ლატვია) მთავარი მსაჯიც ყოფილა.
თითოეულ მსაჯთა გუნდში შევლენ: მთავარი მსაჯი, ორი ასისტენტი, მეოთხე მსაჯი, მსაჯის სარეზერვო თანაშემწე და ვიდეომხარდაჭერითვის ოთხი მსაჯისგან შემდგარი გუნდი.
ევრო 2020-ის მთავარი მსაჯების სრული სია:
ფელიქს ბრიხი (გერმანია)
სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
ორელ გრინფელდი (ისრაელი)
კარლოს დელ სერო (ესპანეთი)
არტურ დიაში (პორტუგალია)
დანიელ ზიბერტი (გერმანია)
სერგეი კარასევი (რუსეთი)
ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)
იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)
დანი მაკელი (ნიდერლანდები)
ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)
მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
დანიელე ორსატო (იტალია)
ენტონი ტეილორი (ინგლისი)
კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი)
ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)
ფერნანტო რაპალინი (არგენტინა)
GIPHY App Key not set. Please check settings