საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) გამოკითხვა ჩაატარა და ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.
ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორე ადგილზე გავიდა.
გაგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო: მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 ასისტია. ჩვენიანი ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
მიქაუტაძემ ხმების 25% მიიღ, პირველ ადგილზე გასულმა „სენტ-ეტიენის“ კოტდ’ივუარელმა თავდამსხმელმა ჟან-ფილიპ კრასომ 60% მიიღო. მესამე ადგილზე 15%-ით „დიჟონის“ შემტევი მიქაელ ლე ბიანი გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings