in

ლივერპულის ლეგენდა შესაძლოა ევერტონის მწვრთნელი გახდეს: გაიხსენებს სტივი ბავშვობას?

ლივერპულში ამბობენ, ამ ქალაქში მხოლოდ ორი გუნდია “ლივერპული” და მისი დუბლებიო, მაგრამ შესაძლოა მერსისაიდული მხარის მეორე კლუბი “ევერტონი” “ლივერპულის” ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა ჩაიბაროს.

ინფორმაციას ინტერნეტპორტალი Atletic ავრცელებს. წყაროს ცნობით, კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ევერტონი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდის კანდიდატურას განიხილავს.

ჯერარდი ამჯერად შოტლანდიური “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელია და გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” შემადგენლობაში 1998-2015 წლებში თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში იგი პრემიერლიგის გამარჯვებული ვერ გახდა.

ისე ჯერარდის ბავშვობას თუ გავიხსენებთ…

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე რაფაელ ბენიტესის, დევიდ მოისესის, პაულო ფონსეკა და რობერტო მარტინესის კანდიდატურებიც განიხილება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დასახელდა ქალაქები, სადაც კოპა ამერიკა ჩატარდება – იქნება მაყურებელი?

ვიდეო: იტალიამ განაცხადის წარდგენისას ნამდვილი შოუ მოაწყო – ფეხბურთელები მღერიან