ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ლიგა ენდესა” პლეი-ოფის მატჩები დაიწყო. პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 86:78 დაამარცხა.
“ტენერიფეს” გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ცენტრმა შეიტანა და მატჩის MVP-ც გახდა. შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი დაწყო და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ნატახტარელმა კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
“ბურგოსის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თად მაკფადენი იცავდა, რომელმაც 9 წუთში მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მატჩი 5 ფოლით დაასრულა.
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი „ბურგოსის“ მოედანზე 3 ივნისს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.
GIPHY App Key not set. Please check settings