უეფა დასჯის ნაკრებ გუნდებს თუ ისინი ევრო 2024-ის შესარჩევში კოსოვოსთან თამაშზე უარს იტყვიან.
ასეთ ნაკრებებს ემუქრებათ მატჩების შედეგების ანულირება და დამატებითი დისციპლინარული სანქციები.
კოსოვო საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა პირველ ჯგუფში ანდორასთან, ბელარუსთან, ისრაელთან, რუმინეთთან და შვეიცარიასთან.
უეფამ ამის მიზეზად რეგლამენტის 30-ე მუხლი მოიყვანა. მასში ნათქვამია, რომ თუ ასოციაცია უარს ამბობს თამაშზე ან პასუხისმგებელია იმაზე, რომ მატჩი არ შედგა ან არ ჩატარდა სრულად, უეფას სადისციპლინო კომიტეტი (CEDB) შეხვედრას გაუქმებულად აცხადებს შესაბამისი ასოციაციისთვის. გარდა ამისა, CEDB-ს დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გამოტანის უფლებაც აქვს.
კოსოვო საკმაო ხანია უკვე შესარჩევებში მონაწილეობს და აქამდე პრობლემა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პატარა ქვეყანას ბევრი ევროპული სახელმწიფო (მათ შორის საქართველოც) არ აღიარებს. კოსოვოს სერბეთთან მეგობრობის გამო არ აღიარებს რუსეთიც და შესაძლოა ეს გაფრთხილება ბელარუსისკენ იყოს მიმართული, რომელიც რუსეთის სატელიტია და არ არის გამორიცხული უფროსი ძმისგან დირექტივები მიიღოს.
GIPHY App Key not set. Please check settings