უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს გუნდური პირველობით დასრულდება. წილისყრაში საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები შეგვხვდა.თუ ამ ეტაპს წარმატებით გავივლით, მეორე რაუნდში ჩინეთს და IJF-ის ნაკრებს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით (სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეული ძიუდოსიტების ნაკრები)
გუნდურ პირველობაში 3-3 წონითი კატეგორიაა ქალებში და კაცებში. თუ 6 გამართული დაპირისპირების შემდეგ ანგარიში თანაბარი იქნება, მაშინ კომპიუტერული წილისყრა აირჩევს წონით კატეგორიას და მეშვიდე გადამწყვეტი მატჩი სწორედ ასე ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუნდურ პირველობაზე
-73 კგ გიორგი ტერაშვილი
-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი
– 90 კგ ბექა ღვინიაშვილი
– 90 კგ ლუკა მაისურაძე
+90 კგ ილია სულამანიძე
+90 კგ გურამ თუშიშვილი
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ ნინო გულბანი
+70 კგ სოფიო სომხიშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings