“ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სიტი“ დაამარცხა. ლონდონელებმა გოლი პირველი ტაიმის ბოლოსკენ გაიტანეს, მეორეში დაცვას მიხედეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ახალი ჩემპიონი არ შედგა: ჩემპიონთა ლიგა ჩელსიმ მოიგო – ტუხელმა პეპი დაჩაგრა
ეს მესამე ინგლისური ფინალი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. 2008 წელს „მანჩესტერმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა „ჩელსი“, ხოლო 2019-ში „ლივერპულმა“ მოუგო „ტოტენჰემს“.
„სიტი“ და „ჩელსი“ ევროთასებზე მეორედ გადაიკვეთნენ. ყველა შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და ყველა ერთი და იგივე გუნდის სასარგებლოდ. 1970/71 წლების თასების თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ 1:0 დაამარცხა „სიტი“ შინაც და გასვლაზეც.
ფოტოები: არაფერია ოჯახურ ზეიმზე უკეთესი – ხვევნა-კოცნა და უბრალოდ ბედნიერება ფინალის შემდეგ
„ჩელსიმ“ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როდესაც სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი გამოცვალა.
ედუარ მენდი – პირველი აფრილელი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
მენდის 9 მშრალი მატჩი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. ეს რეკორდია ტურნირის დებიუტანტებისთვის.
სეზარ ასპილიკუეტა – პირველი ესპანელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში არაესპანური გუნდის კაპიტანი იყო.
ტიაგო სილვა „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა ევროთასების ფინალში – 36 წლის და 249 დღის.
ფილ ფოდენი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადში იყო. ფოდენზე ნორჩები ფინალის დღეს იყვნენ ოუენ ჰარგრივსი (20 წლის და 123 დღის – „ბაიერნი“, 2001) და ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (19 წლის და 231 დღის – „ლივერპული“, 2018 და 20 წლის და 327 დღის – „ლივეპრული, 2019).
კაი ჰავერცი – მეორე ყველაზე ახალგაზრდა გერმანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა (21 წლის და 352 დღის). პირველი იყო ლარს რიკენი, რომელამც 1997 წლის ფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში „იუვენტუსს“ გაუტანა (3:1) 20 წლის და 322 დღის ასაკში.
სხვათა შორის, ეს გოლი ჰავერცისთვის სადებიუტო იყო ჩემპიონთა ლიგაზე.
მეისონ მაუნტი – 2008 წლის შემდეგ პირველი ინგლისელია, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაშინ უეს ბრაუნმა რონალდოს უპასა.
კრისტიან პულიშიჩი პირველი ამერიკელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში.
ტიაგო სილვა – მე-5 ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ ორჯერ ითამაშა ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში.
გვარდიოლამ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო „ჩელსისთან“. აქამდე ასე პეპი „რეალს“ (2012-2014) და „ლივერპულს“ (2018) გაუბრაზებიათ.
„სიტის“ 1 დარტყმა აქვს კარში ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მე-2 ტაიმში ერთიც არ ყოფილა.
„ჩელსიმ“ შეწყვიტა ბერნარდო სილვას სარეკორდო სერია: პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგაზე არ აგებდა 26 მატჩია (23 მოგება და 3 ფრე).
ალეკსანდრ ზინჩენკო ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალისტი გახდა უკრაინიდან ანდრეი შევჩენკოს და ანატოლი ტომოშჩუკის შემდეგ.
გერმანელმა მწვრთნელმა ზედიზედ მე-3 სეზონია ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შარშან იყო „ბაიერნის“ ფლიკი და მანამდე კი „ლივერპული“ კლოპი.
ნგოლო კანტე ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ჩელსიმ“ მოიგო მე-19 ტროფეი აბრამოვიჩის ეპოქაში.
ტუხელმა აბრამოვიჩი მოგების შემდეგ, მოედანზე გაიცნო: აქამდე თურმე არ შეხვედრილან
GIPHY App Key not set. Please check settings