ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. საბედნიეროდ, მიზეზი ტრავმა არ არის. ჩვენი ინფორმაციით, სატრანსფერო მოლაპარაკებები ხვიჩას მომავალზე იმდენად აქტიურ ფაზაშია, რომ მხარეებმა გადაწყვიტეს, ახლა გარისკვა მიზანშეწონილი არაა.
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი, ენსხედეში ნიდერლანდებს გაეჯიბრება.
გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings