„ჩელსის“ გულშემატკივრები 2020/21 ჩემპიონთა ლიგის ბილეთებს უკან მასობრივად აბრუნებენ. საყვარელი გუნდის მხარდაჭერაზე უარი უკვე 800-ზე მეტმა ადამიანმა თქვა.
უეფამ პორტოში თამაშისთვის კლუბებს 5800-5800 ბილეთი გამოუყო. „ჩელსიმ“ თავისი ბილეთების ამბავი მალევე მოაგვარა და 2800 ერთეული გაყიდა. ამ ბილეთების მფლობელ ფანებს პორტუგალიამდე მიღწევა საკუთარი ძალებით მოუწევთ. დანარჩენ 3000 ბილეთთან დაკავშირებით კი, რომელიც ინგლისიდან პორტუგალიაში ჩარტერულ რეისს ითვალისწინებდა, გარკვეული პრობლემა წარმოიქმნა.
ამ ბილეთების მფლობელებს ჩარტერისთვის დამატებით კიდევ 200 ფუნტის გადახდა მოუწევთ, რაც ზოგიერთი ფანის აზრით უსამართლობაა და თან მათი ჯიბეც ვერ გასწვდება.
„უეფამ ფანები ისევ არ გაითვალისწინა. სუპერლიგის ამბავში მათ სცადეს, რომ ჩვენი მეგობრები ყოფილიყვნენ, თუმცა ახლა ისევ ზურგი გვაქციეს. სწორედ უეფას გადაწყვეტილება იყო ჩარტერული რეისი, თანაც თავიდან ბილეთების 90% სწორედ ამ პირობით უნდა გაყიდულიყო, სანამ კლუბმა არ გააპროტესტა. გულშემატკივარს მოუწევს, რომ პორტუგალიაში 24 საათი გაატაროს, კოვიდის ტესტი ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, დამატებითმა მგზავრობამ ფინალი ფანებისთვის ზედმეტად ძვირ სიამოვნებად აქცია“, – განაცხადა „ლურჯების“ ერთ–ერთმა გულშემატკივარმა.
ლონდონელების მოწინააღმდეგემ „მანჩესტერ სიტიმ“ კი ამდენი არ იფიქრა და ფინალის ბილეთები გულშემატკივრებს საკუთარი ხარჯით უყიდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლიდან პორტოში გადაიტანეს და ის ხვალ, 29 მაისს გაიმართება.
გასულ სეზონზე პანდემიის გამო, ყველა მატჩი პორტუგალიის ქალაქებში ჩატარდა.
ევროსეზონის მთავარი თამაში 29 მაისს გაიმართება
GIPHY App Key not set. Please check settings