საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი ირაკლი ნაკაიძე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.
ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (12 ივნისი: უელსი-შვეიცარია, 16 ივნისი: თურქეთი-უელსი, 20 ივნისი: შვეიცარია-თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება. ქართველი საფეხბურთო მენეჯერი უეფას მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა.
წარსულში ირაკლი ნაკაიძეს დელეგატის რანგში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირზე უმუშავია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის მეოთხედფინალურ მატჩზე, რომელშიც “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings