ზიდანმა შეიძლება საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მწვრთნელი „ტოტენჰემსაც“ აინტერესებს.
პოჩეტინო „რეალის“ მთავარი სამიზნეა ზიდანის წასვლის შემდეგ (Goal).
„ინტერი“ შეუთანხმდა სიმონე ინძაგის 2-წლიან კონტრაქტზე.
ვუდვორდი სულშერს ახალ, 3-წლიან კონტრაქტს შეთავაზებს. ზაფხულში 4 ტრანსფერი იგეგმება.
„ჩელსის“ და „ტოტენჰემს“ აინტერესებთ გლადბახის „ბორუსიას“ ვინგერი ჰოფმანი. მისი გამოსასყიდი 15 მლნ ევროა.
მოურინიოს „რომაში“ ჯაკა უნდა. „არსენალმა“ 25 მილიონი მოითხოვა.
ჟირუ „მილანში“ 4 მლნ ევროს მიიღებს წლიურად. ფორვარდი ქალაქში სახლს უკვე ეძებს.
„მილანი“ ტომორის გამოისყიდის 28 მილიონად. „ჩელსის“ არ დაუკლია.
კუმანის გაშვება „ბარსელონას“ 13 მლნ ევრო დაუჯდება.
რაიოლამ „ბარსას“ შეთავაზა დონარუმა აიყვანოს. ტერ შტეგენს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონია მესისთან.
ლუკაკუს მომავალი „ინტერში“ კითხვის ნიშნის ქვეშაა კონტეს წასვლის შემდეგ.
„მანჩესტერი“ შეეცდება პოგბა რონალდოში გაცვალოს (Tuttosport).
რეშფორდმა თქვა, რომ დაახლოებით 70 რასისტული შეურაცხმყოფელი შეტყობინება მიიღო ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ.
„ლივერპული“ ვეინალდუმის შემცვლელად ტილემანს („ლესტერი“) განიხილავს.
„მილანმა“ და პიოლიმ შესაძლოა კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივონ. მალდინი სრულად უჭერს მხარს მწვრთნელს.
„რეალს“ პრიორიტეტი ექნება ჰაალანდის ყიდვისას. მადრიდელებს სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულამდე მოუწევთ მოცდა (As).
უეფამ შესაძლოა გააუქმოს ეცროთასებზე გასვლით მატჩებში გატანილი გოლის წესი.
GIPHY App Key not set. Please check settings