in

11 წლის შემდეგ: რუსთავი საქართველოს ჩემპიონია

საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” საქართველოს ჩემპიონია. ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში “რუსთავმა” “ცხუმ-აფხაზეთი” 94:88 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. ბოლოს ეს რუსთაველებმა 2010 წელს მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ “რუსთავმა” პლეი-ოფის სამივე მატჩი მშრალი ანგარიშით მოიგო.

ახალგაზრდა მწვრთნელის, ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ქვემოქართლურმა კლუბმა მაღალ დონეზე, სტაბილურად ჩაატარა ჩემპიონატი, რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში შვიდივე მატჩი მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა პირველობა.

ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისში გაიმართა და პირველივე მეოთხედში გამოიკვეთა ბოისას გუნდის უპირატესობა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეტი სტაბილურობისა და სიზუსტის წყალობით „რუსთავმა“ 94:88 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ მატჩში რუსთაველთაგან 30 ქულით გამოირჩა მალიკ უაითი, 21 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა მაიკლ დევისმა, 17 ქულა ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზეა.

„ცხუმ-აფხაზეთში“ 22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გასვლაზე გატანილი გოლი აღარ იქნებაო, მაგარი მწვრთნელები გუნდებში უნდა გადანაწილდნენ – ამბები მოკლედ

ვიდეო, ფოტო: საქართველო უკვე 25 კაცით