in

პარტიზანის მეკარემ ითხოვა, თუ თასს ვერ მოვიგებთ, გამაუპატიურეთო: გუნდმა წააგო

ბელგრადის „პარტიზანის“ კაპიტანმა და მეკარემ ვლადიმირ სტოიკოვიჩმა სერბეთის თასის ფინალური მატჩის წინ ძალიან ემოციური განცხადება გააკეთა. მან გულშემატკივრებს უთხრა, რომ თუკი გუნდი „ცრვენა ზვეზდასთან“ დამარცხდებოდა, შეეძლოთ მასზე ძალა ეხმარათ. „პარტიზანმა“ წააგო.

„ჩემს თანაგუნდელებზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს. ამ სეზონის განმავლობაში მათ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს და მე ვამაყობ გამარჯვებების სერიით. რაც არ უნდა იყოს, დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნები. მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა დამეკისროს. გამაუპატიურეთ, თუკი თასს ვერ მოვიგებთ. ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, მინდა რომ მატჩი პენალტების სერიამდე დასრულდეს, თუმცა თუკი საქმე აქამდეც მივა, აუცილებლად მოვიგებთ. თუკი საჭირო იქნება, მზად ვარ გოლი თავადაც გავიტანო. ვიცი, თუ რა მძიმეა თასი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ავწევ მას“.

არადა, ისე გამოვიდა, რომ „პარტიზანმა“ სწორედ პენალტების სერიაში წააგო. ძირითადი დრო კი 0:0 დასრულდა.

„ცრვენა ზვეზდამ“ სერბეთის თასი მეოთხედ მოიგო, „პარტიზანს“ 7 ტროფეი აქვს.
„ზვეზდამ“ ჩემპიონატიც წაგების გარეშე დაასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: სანტიაგო ბერნაბეუს ცეცხლი გაუჩნდა

პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბაქოში ოქროს მედალი მოიპოვა