დორტმუნდის „ბორუსიას“ გოლეადორი ერლინგ ჰაალანდი გულშემატკივრებმა ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.
2020/21 წლების სეზონში 20 წლის ფორვარდმა გერმანიის პირველობაზე 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მისცა ჩემპიონატის 28 მატჩში.
ნორვეგიელმა მესამე ადგილი დაიკავა ბომბარდირთა შორის. ის „აინტრახტის“ პორტუგალიელ ანდრე სილვას (28 გოლი) და „ბაიერნის“ გოლების მანქანას რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა (41 გოლი).
„ბორუსიამ“, რომელიც კარგა ხანს ითხეულს მიღმა იყო, საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა და „ლაიპციგსა“ და ჩემპიონ „ბაიერნს“ ჩამორჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings