„იუვენტუსმა“ამხანაგური საქველმოქმედო მატჩი მოაწყო.
ღონისძიების მიზანი – კანდიოლოში (პიემონტის რეგიონი) მდებარე კიბოს კვლევის ინსტიტუტისთვის სახსრების შეგროვებაა.
ერთმანეთს შეხვდნენ „ჩემპიონები კვლევისათვის“ და „იტალიელი მომღერლების ნაკრები“. „ჩემპიონებმა“ 7:5 მოიგეს.
„ჩემპიონების“ მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იყო და მის შემადგენლობაში იყვნენ: „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ეკლანი, მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, ასევე ჯიჯი ბუფონი, „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი და სხვები.
„მომღერალთა“ გუნდში, მომღერლების გარდა, იყვნენ ფრანკ რიბერი, „ინტერის“ ექს-მოთამაშე მაიკონი, „მილანის“ ყოფილი მეკარე დიდა და თამაშობდა მასიმილიანო ალეგრიც, ხოლო მწვრთნელობდა ფაბიო კაპელო.
მატჩში მონაწილეობდნენ „იუვენტუსის“ ქალთა გუნდის ფეხბურთელებიც.
GIPHY App Key not set. Please check settings