ცხელი საფეხბურთო ზაფხულის დაწებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 11 ივნისს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
დღეს, რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “ფურია როხას” 23-კაციანი სატურნირო განაცხადი გამოაქვეყნა.
განაცხადში ვერ მოხვდა მადრიდის “რეალის” კაიპიტანი სერხიო რამოსი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებში არ არის მადრიდის “რეალის” არცერთი ფეხბურთელი.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ზე.
მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი)
მცველები: გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილეარეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), დიეგო ლორენტე (ლიდსი)
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული), კოკე (მადრიდის ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი), დანი ოლმო (ლაიპციგი), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი),
თავდამსხმელები: პედრი (ბარსელონა), ხერარდ მორენო (ვილეარეალი), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), ადამა ტრაორე (ვულვზი), პაბლო სარაბია (პსჟ),
ევრო 2020-ზე ესპანეთის ნაკრები E ჯგუფში პოლონეთთან, შვედეთთან და სლოვაკეთთან ერთად ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings