საქართველოს ჩემპიონატის სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა. ადგილობრივი “რუსთავი” “ცხუმ-აფხაზეთს” (რომელიც შარშან “დელტას” სახელით გამოდიოდა და ჩემპიონი გახდა) დაუპირისპირდა და 76:60 დაამარცხა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ცხუმ-აფხაზეთმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველი ტაიმი მოიგო კიდეც (36:32), თუმცა მეორე ნახევარში რუსთაველებმა უმთავრესად, დაცვაში თამაში გამოასწორეს, მეტოქეს ბოლო ათწუთეულში სულაც 6 ქულა ჩააგდებინეს და 76:60 გაიმარჯვეს.
მასპინძელთა შემადგენლობაში 17 ქულით საუკეთესო ჯილან ვაშინგტონი იყო. სტუმრებ კი, 12 ქულით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა.
სერიის მეორე მატჩი დღეს რუსთავში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings