in

აჭარული ესპანეთის ჩემპიონატში: შერმადინმა ბარსელონას 9 ქულა ჩაუგდო

გუშინ, ლიგა ენდესას რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 72:96 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი “ტენერიფეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე გატარებულ 20:32 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. “შერმინატორის” მარგი ქმედების კოეფიციენტი –24 იყო, რაც მის გუნდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ.

“ტენერიფემ” რეგულარული სეზონი 27 მოგებითა 9 მარცხითმესამე ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია. მატჩში ერთ-ერთი ტაიმაუტისას დარბაზში აჭარულის ჰანგები გაისმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლილი ჩემპიონი გახდა, პსჟ უტიტულოდ დარჩა, მბაპე ბომბარდირია – საფრანგეთში ყველაზე მეტად ცხელოდა

ფინალურ სერიაში რუსთავი დაწინაურდა