ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-თან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა. პაოკ-მა პირეოსის “ოლიმპიაკოსი” 2:1 დაამარცხა. ნინუას საბერძნეთის თასის ფინალში ”ოლიმპიაკოსთან” არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზეც არ იჯდა, თუმცა მედალი მიიღო. 21 წლის ნახევარმცველმა თასის გათამაშების 2020-21 წლების სეზონში 3 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, ფინალმა კი მის გარეშე ჩაიარა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ანგარიში ნინუას პორტუგალიელმა თანაგუნდელმა ვიეირინიამ გახსნა, ფრანგმა იან მვილამ ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე ჩეხმა მიხაელ კრმენჩიკმა გამარჯვების გოლი შეაგდო და დრამატულ მატჩში პაოკ-მა ტიტული მოიპოვა.
ნიკა ნინუა თბილისის ”დინამოს” აღზრდილია და ბერძნულ კლუბს 2020/21 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდა. საბერძნეთის ჩემპიონატის 9 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ნინუასთვის საბერძნეთის თასი პირველი უცხოური ტიტულია. თბილისის ”დინამოსთან” ერთად 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია.
“პაოკ”-მა საბერძნეთის თასი ისტორიაში მერვედ მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings