in

საჩემპიონო ზეიმისას ატლეტიკოს 14 წლის ქომაგი დაიღუპა

მადრიდში ,,ატლეტიკოს” ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ,,როხიბლანკოს” 14 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ატლეტიკო ჩემპიონია

გამოცემის ცნობით, მოზარდმა, რომელიც მოძრავი ფურგონიდან გადაიხარა, თავი კედელს მიარტყა. ბიჭს გული გაუჩერდა და სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინციდენტის დროს მასთან ერთად მეგობრები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ქომაგის გარდაცვალებას ,,ატლეტიკო” ტვიტერის ოფიციალური გვერდის საშუალებით გამოეხმაურა. გუნდმა ოჯახს მიუსამძიმრა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისი მუხლს ისევ მოიყრის: სხვები ალბათ არა

ოფიციალურად: აბუაშვილი პორტოს ფეხბურთელია