„ინტერ მაიამიმ“ ახალი ფორმის პრეზენტაცია უჩვეულოდ მოაწყო. ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ფოტო და ვიდეო, რომელიც ახალი კომპლექტის პრეზენტაციას ოკეანის ფსკერზე ასახავს.
ახალი ფორმა adidas Primeblue შექმნილია გარემოს დაბინძურების ბრძოლის ფარგლებში, პრეზენტაცია მოახლოებულ ოკეანის მსოფლიოს დღეს (8 ივნისი) დაამთხვიეს. გულშემატკივრებს ახალი ფორმის შეძენა 21 მაისიდან შეეძლებათ, გუნდი კი განახლებული მაისურებით 30 ივნისს ითამაშებს „დი სი იუნაიტედთან“.
ფორმა წარადგინა მოდელმა კორალ ტომაშიკმა, რომელმაც ოკეანეში 30 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთა. ფოტოები ფოტოგრაფმა ჯეისონ ვაშინგტონმა გადაიღო, რომელიც სწორედ წყალქვეშა გადაღებებზეა სპეციალიზირებული.
6 ტურის შემდეგ დევიდ ბექჰემის კლუბი „ინტერი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings