in

უეფამ კლუბების ზარალი დაადგინა: მილიარდებზეა საუბარი

უეფამ ევროპულ ფეხბურთში არსებული ვითარების დეტალური ფინანსური კვლევა წარადგინა.

დაითვალეს 2020/21 ფინანსურ წლებში კლუბების მიერ პოტენციური დანაკარგი.

ბილეთების სრულყოფილად გაყიდვის შესაძლებლობის არქონის გამო ზარალი 3.6 მილიარდი ევროდან 4 მილიარდამდე შეადგენს. უკვე ახლა ევროპული კლუბების დანაკარგი 2 მილიარდზე მეტით ფასდება.

კომერციულ საქმიანობასთან, სასპონსორო გარიგებებთან დაკავშირებული ზარალი 2.4-2.7 მლრდ ევრომდე იქნება. აქ იგულისხმება საკლუბო მუზეუმებისა და სავაჭარო წერტილების დახურვა, სტადიონზე ტურების გაყიდვის შეჩერება. სპონსორებთან გარიგებების მხრივაც კლუბების საქმე უარესობისკენ წავიდა, ასევე დაფიქსირებულია სხვა სახის დანაკარგიც (შემოწირულობები, სუბსიდიები, გრანტები).

სატელევიზიო ტრანსლაციებთან დაკავშირებული ზარალი შეადგენს 1.2 მლრდ ევროდან 1.4 მლრდ ევრომდე. ამაზე მოქმედებს გაუქმებული ან გადატანილი მატჩები, ასევე მაუწყებლებთან ახალი პირობები. ამ ეტაპზე ზარალი 700 მლნ ევროთი ფასდება.

ამრიგად, ჯამური დანაკარგი, უეფას კვლევების მიხედვით, 7.2 მილიარდიდან 8.1 მილიარდ ევრომდე შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კოლუმბიას კოპა ამერიკას ართმევენ

ლიდსის შემდეგ, კვარაცხელია ევერტონსაც მოუნდა