ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი (-61 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ ორთაბრძოლაში იგი სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად 6:1 დაამარცხა.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ გამყრელიძე, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი აშიროვი 3:1 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings