„ანორთოსისი“ და თემურ ქეცბაია ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „სიგმალაივი“ ავრცელებს.
„ქართველი მწვრთნელი, რომლის ხელშიც ფამაგუსტას გუნდმა თავის ისტორიაში მე-11 თასი მოიპოვა, ხოლო ბოლო 13 წლის განმავლობაში, პირველი ტიტული, მზად არის ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მხარეებმა ახალი ხელშეკრულება და მისი ფინანსური ნაწილიც შეათანხმეს, რომელიც ორ წელზეა გათვლილი“, – წერს გამოცემა.
ინფორმაცია გუნდის პრესმდივანმა დიმიტრის ხრისტოფორმაც დაადასტურა.
GIPHY App Key not set. Please check settings