დღეს, გამთენიისას, NBA-ის პლეი-ინის მეოთხედფინალში “ინდიანა პეისერსი” “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 144:117 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი მიეცა ქართველ ცენტრ, გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის პლეი-ოფში ჩატარებული სადებიუტო თამაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
გოგამ “შარლოტის” წინააღმდეგ 14 ქულა დააგროვა, რაც მისი NBA-ის კარიერის რეკორდია. გარდა ამისა, 21 წლის ქართველის ანგარიშზე 10 მოხსნაა (6 მეტოქის ფარზე) რითაც, ბითაძემ ორმაგი დუბლიც შეასრულა. ბითაძემ პირად მონაგარს 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიუმატა.
“ინდიანა პეისერსი” პლეი-ინის ნახევარფინალში “ბოსტონსა” და “ვაშინგტონს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings