ტულის “არსენალის” ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ დისკვალიფიკაცია მიიღო რუსეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში გაძევების გამო – “უფასთან” 1:2.
ჩვენიანი ახალი სეზონის სამ მატჩს გამოტოვებს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით.
გრიგალავამ წითელი ბარათი 54-ე წუთზე მიიღო, როდესაც “უფას” ფეხბურთელს მორიც ბაუერს უკნიდან ხელი ჰკრა და თან ფეხით მუხლშიც ჩაარტყა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გრიგალავამ შესაძლოა “არსენალი” დატოვოს.
გრიგალავა ზაფხულში არსენალს დატოვებს
შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ჩვენიანი შარში გაეხვა და ბევრად დიდი სასჯელი ემუქრებოდა, მაგრამ ცსკას-თან მომხდარი ინციდენტი არ დადასტურებულა.
თავს გაგიტეხავ: გია გრიგალავა შარშია – ქართველ ფეხბურთელს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
GIPHY App Key not set. Please check settings