Australian Open-2022 შესაძლოა ავსტრალიიდან სხვა ქვეყანაში გადაიტანონ, მიზეზი ორკვირიანი სავალდებულო კარანტინია. ხელისუფლება საზღვრებს მინიმუმ 2022 წლის შუა პერიოდამდე მაინც არ გახსნის, ამიტომ ჩოგბურთელებს მელბურნში ისევ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
Tennis Australia–ს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთიდან ჩასული სპორტსმენებისთვის რეგულაციები შეამსუბუქოს. თუკი მთავრობასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ტურნირს არ გააუქმებენ, უბრალოდ სხვა ქვეყანაში გადაიტანენ. შესაძლო ვარიანტებად დოჰა და დუბაი განიხილება, სადაც 2021 წელს Australian Open–ის საკვალიფიკაციო თამაშები ჩატარდა.
2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 8-21 თებერვალს გაიმართა.
პანდემიური რეგულაციების გამო ჩოგბურთელთა უმრავლესობამ 2 კვირა სასტუმროს ნომერში გაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings