in

ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსის ზღვარზე: ქართველი მიოგირიუსთან დამარცხდა

ტოჩინოშინი თავის თავს აღარ გავს. ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი ექსოძეკი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირადაა განთესილი, მეოთხე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ქართველი გოლიათისთვის ეს მიმდინარე ბაშოზე მეშვიდე მარცხია და დადებითი ბალანსის დაფიქსირებითვის ტოჩინოშინს დარჩენილი 6 ბრძოლიდან 6-ვეს მოგება ჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველ გოლიათს ბანძუკეში (რეიტინგი) დაქვეითება არ აცდება.

ხვალ ჩვენებური მეტოქე მე-13 მაეგაშირა დაიამამი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსთავი და ცხუმ-აფხაზეთი ფინალს მიუახლოვდნენ

იაპონელთა 60 პროცენტი ოლიმპიადის წინააღმდეგია: მათი არგუმენტები სერიოზულია