„ბრენტფორდის“ ფრანგი ნახევარმცველი ბრიან მბემო საფრანგეთის ტელევიზიის ეთერში ბარბერშოპიდან შევიდა. სანამ მას ვარცხნილობას მოუწესრიგებდნენ, ის გუნდის ჩემპიონშიპის პლეი-ოფის მატჩზე ჰყვებოდა.
სილამაზის სალონები ინგლისში მხოლოდ 12 აპრილს გაიხსნა. მჭიდრო გრაფიკის გამო მბემომ თმის შესაჭრელად დრო ვერ გამონახა. ამიტომ RMC Sport-ის წამყვანებთან საუბრის დროს, სხვა გზა რომ არ იყო, მას თან ოსტატი აჭრიდა (თმებს).
„ბრენტფორდი“ ჩემპიონშიპის ცხრილში მესამე ადგილზე აღმოჩნდა, პრემიერლიგაში პირდაპირი საგზური ვერ მიიღო (თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკოს „უოტფორდს“ დაუთმო) და ახლა პლეი-ოფში უწევს ბრძოლა. ჯერ „ბორნმუთთან“, თუ მოუგო, მერე ფონალში „სუონსი“-„ბარნსლის“ გამარჯვებულთან.
GIPHY App Key not set. Please check settings