in

გოგამ ლებრონს დაუფარა: ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა ლეიკერსთან

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ “ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:122 დამარცხდა.

ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს, მაგრამ “ლეიკერსმა” მაინც კლასის ხარჯზე მოიგო.

„ლეიკერსთან“ ბითაძემ 29:51 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება მიითვალა, მათ შორის ერთხელ თვით ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ლეიკერსის“ გამარჯვება ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის შედეგიანი თამაშის დამსახურებაა. დევისმა 28 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი, ხოლო ლებრონმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.
„ინდიანაში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა და 12 პასი შესძინა.

„ინდიანა პეისერსი“ 33 მოგებით და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, „ტორონტოს” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლესტერმა ჩელსი დაამარცხა და პირველად მოიგო ინგლისის თასი

ვიდეო: ქართველების ანორთოსისი კვიპროსის თასის გამარჯვებულია – ქვილითაიას გოლით