in

ლესტერმა ჩელსი დაამარცხა და პირველად მოიგო ინგლისის თასი

„ლესტერმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ინგლისის თასი. „მელიები“ აქამდე 4-ჯერ აგებდნენ ფინალს, ბოლო ფინალიდან 50 წელიწადზე მეტია გასული. ბრენდან როჯერსის გუნდმა „ჩელსი“ იური ტილემანსის დიდებული გოლის წყალობით დაამარცხა.

კი ვთქვით ტილემანსის გოლის წყალობითო, მაგრამ ასე თქმა ბოლომდე სწორი ვერ იქნება. რომ არა კასპერ შმეიხელი (არანორმალური სეივებით), ან თუნდაც გაუვალი ფოფანა დაცვაში და ბოლოს უკვე მსაჯი, არავინ უწყის როგორ დასრულდებოდა თამაში. „ლესტერს“ გამარჯვება არ დაუმსახურებიაო, ამასაც ვერავინ იტყვის, რადგან ფოფანაც დაცვაში და შმეიხელიც კარში, ისევე როგორც სხვა ბოლომდე მებროლი ფეხბურთელები და პლუს ძალიან კარგი მწვრთნელი, „ლესტერელები“ არიან. თუმცა არბიტრს თანაბარი ალბათობით შეეძლო მატჩის მიწურულს როგორც ჩაეთვალა, ასევე გაეუქმებინა ლონდონელების გოლი. არბიტრმა მაიკლ ოლივერმა VAR ნახა და ჩილუელის (სხვათა შორის, ყოფილი „ლესტერელი“) გოლი აღარ ჩათვალა.

პირველი ტაიმი „უემბლიზე“ დიდად სანახავი ვერ გამოვიდა, გუნდებს ერთხელაც არ დაურტყამთ კარში და ტემპიც მაღალი არ ყოფილა.

მეორე ტაიმში „ლესტერმა“ სტილი შეცვალა, პრესინგს მიმართა და ბურთიც მეტოქის ნახევარზე დაიჭირა. ამან შედეგი 63-ე წუთზე მოიტანა. ტილემანსმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო პარტნიორის მხრიდან გადაცემის ჩაჭრის შემდეგ, ცოტა წინ წაიწია და ცხრიანში ჩაარჭო.
მერე „ჩელსი“ მიაწვა, გაიტანა კიდეც 89-ე წუთზე, მაგრამ…

თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი ტილემანსი დაასახელეს. არადა, შმეიხელსაც ეკუთვნოდა.

მატჩს განსაკუთრებული ხიბლი შემატა ტრიბუნებზე გულშემატკივრების ყოფნამ. მათი მხარდაჭერა “ლესტერს” ძალიან წაადგა და თითქოს მაყურებლისა და ფეხბურთელების ემოციები და მონდომება ერთმანეთში გადაიჯაჭვა.

ინგლისის თასი. ფინალი
15 მაისი. ლონდონი. “უემბლი”

ჩელსი – ლესტერი 0:1

“ჩელსი”: კეპა, ასპილიკუეტა (ჰადსონ-ოდოი 76), ტიაგო სილვა, რიუდიგერი, ჯეიმსი, ალონსო (ჩილუელი 68), კანტე, ჟორჟინიო (ჰავერცი 75), მაუნტი, ზიეჩი (პულიშიჩი 68), ვერნერი (ჟირუ 82)

ლესტერი: შმეიხელი, კასტანი, სეიუნჯუ, ევანსი (ოლბრაიტონი 34), ფოფანა, ტომასი (მორგანი 82), ნდიდი, ტილემანსი, პერესი (ჩუდჰური 82), იჰეანაჩო (მედისონი 67), ვარდი

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-05-15-230035-1024x623.jpg

„ჩელსიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო ინგლისის თასის ფინალში.

ტილემანსი მესამე ბელგიელი, რომელმაც ინგლისის თასის ფინალში გაიტანა.

ბრენდან როჯერსმა პირველი ტიტული მოიგო ინგლისში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერდი სამუდამოდ: ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი გაიმეორა – გაიტანს ერთსაც

გოგამ ლებრონს დაუფარა: ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა ლეიკერსთან