სამხრეთ ამერიკის პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე ერთი თვე რჩება, მაგრამ შესაძლოა ტურნირს მხოლოდ ერთი მასპინძელი ჰყავდეს. ამჯერად, კორონავირუსი არაფერ შუაშია. ბოგოტაში ანტისამთავრებო გამოსვლები მიმდინარეობს. გუშინ, მომიტინგეები სპეცრაზმისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალეს.
ავტორიტეტული გამოცემა TNT sports იუწყება, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არეულობის ფონზე, ქომაგთა უსაფრთოების მიზნით კონმებოლმა შესაძლოა ტურნირი მხოლოდ არგენტინაში ჩაატაროს.
“სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მასპინძელი კოლუმბია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში განვითარებული არეულობის ფონზე, დიდია ალბათობა, რომ კოპა ამერიკა სულ სხვა სახელმწიფოში ჩატარდეს, ან მხოლოდ არგენტინაში”, – იუწყება TNT Sports.
კოპა ამერიკა 13 ივნისადან 10 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს.
GIPHY App Key not set. Please check settings