ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაზე გუშინ ვერის ბაღის საფეხბურთო სტადიონზე გულშემატკივრებს შეხვდა. შოთიმ ქომაგებს თავისი წიგნი წარუდგინა და 1981 წლის 13 მაისის ისტორიული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
შოთიმ ფეხბურთის რამდენიმე ქომაგს, რომელმაც მასზე საინტერესო ისტორია გაიხსენა, წიგნი უსასყიდლოდ აჩუქა.
შეგახსენებთ, შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და გუნდი დეკემბერში დატოვა.
კარიერის განმავლობაში შოთა არველაძე; “ტრაბზონსფორში”, “აიაქსში”, “რეინჯერსში”, “ალკმაარსა” და “ლევანტეს” რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში შოთის 26 გოლი აქვს გატანილი.
GIPHY App Key not set. Please check settings