82 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ოქროს თაობის ფიზიოთერაპევტი და 1981 წლის თასების თასის მატჩის შემდეგ, ისტორიული “ბურთის ქურდი” ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა.
ოქროს თაობის დინამოს ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა
ბატონი ანზორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ეხმიანება და ერთ ეპიზოდს იხსენებს.
“On this day, 11 years ago 🇺🇦🆚🇬🇪
ამ გოლით, უკრაინის ნაკრებთან მატჩში ანგარიში გავათანაბრე. აღნიშვნის დროს საქართველოს ნაკრების მასაჟისტისკენ, ყველასთვის საყვარელ ანზორ გაბიტაშვილისკენ მივრბივარ, რომელმაც თამაშამდე მითხრა: ისეთ კარგ მასაჟს გაგიკეთებ გოლს შეაგდებო. შოვკოვსკის რომ გავუტანე, ეგრევე სიმონიჩის სიტყვები გამახსენდა და მასთან გავიქეცი”.
შენ გენაცვალე სიმონიჩ
დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო უფროსო მეგობარო – წერს შოთა.
GIPHY App Key not set. Please check settings