in

ბრიტანეთი მაყურებელს აბრუნებს

17 მაისიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელი დაესწრება. სასიამოვნო სიახლე მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამცნო.

ინგლისური პრემიერლიგისთვის ეს ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე მაყურებელთან ერთად თამაშს ყველა კლუბი მოასწრებს. ამასთან, სპორტული არენების 100 პროცენტით შევსება ჯერჯერობით არ შეიძლება.

სტადიონზე მისვლას 4000-მდე ადამიანი შეძლებს, პატარა არენების შემთხვევაში კი 50%-იანი დასწრება იქნება დასაშვები. რაც შეეხება დახურულ შენობებში გამართულ ღონისძიებებს მათ შემთხვევაში 1000-მდე გულშემატკივარს დაუშვებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისში საფეხბურთო მატჩები და სხვა სპორტული ღონისძიებები ცარიელი ტრიბუნებით ტარდებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები ბელგიას თელავში უმასპინძლებენ

შენ გენაცვალე სიმონიჩ: შოთა არველაძე ანზორ გაბიტაშვილს ემშვიდობება