გუშინ, 82 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ოქროს თაობის მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა.
ანზორ გაბიტაშვილი 1939 წლის 11 ოქტომბერს გურჯანის რაიონს სოფელ ვეჯინში დაიბადა. იგი 1976-1987 წლებში თბილისის “დინამოს” ფიზიოთერაპევტი გახლდათ. 1990 წლიდან კი, საქართველოს ნაკრების ფიზიოთერაპევტი იყო.
ანზორ გაბიტაშვილი გახლდათ: სსრკ ჩემპიონი (1977); სსრკ თასის მფლობელი (1976, 1999); თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალისტი (1982); დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი (2002, 2003, 2005).
ანზორ გაბიტაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც 1981 წლის თასების თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მთავარ არბიტრს რიკარდო ლატანცის ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გამარჯვების მომტანი ბურთი საქართველოში ჩამოიტანა.
Sport4me.ge მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და სრულიად ქართულ საფეხბურთო ოჯახს.
GIPHY App Key not set. Please check settings